ოპოზიცია ცდილობს საბოტაჟი გამოუცხადოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და ახალი სიტყვა გამოიგონეს - მრავალწახნაგოვნება. ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია ხედავს, რომ მმართველი გუნდი რეკომენდაციებს დათქმულ ვადაში ასრულებს და მათ ეს არ აწყობთ.
,,ოპოზიცია ცდილობს საბოტაჟი გამოუცხადოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და ახალი სიტყვა გამოიგონეს - მრავალწახნაგოვნება. ეს იმისთვის, რომ თან აქ მოვიდნენ და თან მათი დესტრუქციული ქმედებები და ე.წ. პროტესტი გამართლდეს ქუჩაში. ხედავენ, რომ მმართველი გუნდის მიერ წარმოებული პროცესი იგივე გრაფიკში ზის, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ათეულობით შეხვედრა გაიმართა აგვისტოში, რამაც უზრუნველყო გეგმის ამ ეტაპამდე მოყვანა და დედლაინის შესაბამისად წარმართვა. მათ აშფოთებთ, რომ ყველა რეკომენდაცია დათქმულ ვადაში სრულდება და ეს არ აწყობთ. მათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნდათ იმის წარმოდგენა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ რეკომენდაციები შესრულდება და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ისინი აწარმოებენ საბოტაჟს და ამას როგორ შეფუთავენ, ეს არის პიარული საკითხი და აქაც კი სუსტები არიან“ _ განაცხადა მდინარაძემ.