ვიოლა ფონ კრამონმა ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშვდა. ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ამით იგი ფონ კრამონის ნიკა გვარამიასთან არშეშვებას გამოეხმაურა და დასძინა, რომ ის ,,არათუ გვარამიასთან, არსად არ არის შესაშვები“.
,,ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია. მისი განცხადებებით მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რატომ გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ. ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობს, რომ, არათუ გვარამიასთან, ან ვინმე სხვასთან, მე მგონი, არსად არ არის შესაშვები“ _ აღნიშნა კობახიძემ.