ევროკავშირის მხრიდან გაჟღერდა განცხადებები, რომ ქართველი პარტიები სერიოზულად არ ეკიდებიან 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის პროცესს. მათი განცხადებით, ევროკავშირი ელოდება, საქართველომ აჩვენოს, რომ ყველა პრობლემა, რომელიც აზიანებს ქვეყანას, გადაჭრილი იქნება.
ამ განცხადებებს დავით სერგეენკო ეხმაურება. მისი თქმით, ეს არის ცალსახა გზავნილი ქართველი პარლამენტარების მიმართ, რომ შევიდნენ პარლამენტში.
,,ეს არის საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების არჩევანი. რაც შეეხება საკითხებს - იქნება ეს საარჩევნო კოდექსი თუ საკონსტიტუციო ცვლილებები, ასეთი საქმის კეთება ხდება პარლამენტში და არა ქუჩაში. ეს არის ცალსახა გზავნილი, არ ვიცი კიდე ვინ და რა ფორმით უნდა უთხრას ამ ადამიანებს "შედით პარლამენტში“ _ განაცხადა სერგეენკომ.
ფოტო: facebook