არ მგონია, რომ აღდგომის ღამეზე ჩვენ ამდენი უნდა ვისაუბროთ. უფრო დიდ საფრთხეს ვხედავ საქალაქო ტრანსპორტში და რეგულაციების არ დაცვაში
,,წინა წელს მოლოდინის ქვეშ ვიყავით ყველა, რადგან ვხედავდით რა ხდებოდა ევროპის და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ყველას გვქონდა იმის განცდა, ჩვენ რომ სადღაც შეცდომას დავუშვებდით და ფეხი გადაგვიბრუნდებოდა, ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული. რეალურად ვნახეთ, რომ ფეხის გადაბრუნება შემოდგომაზე მოგვეწია.
მე უფრო დიდ საფრთხეს ვხედავ საქალაქო ტრანსპორტში და იმ რეგულაციების არ დაცვაში – სამწუხაროდ, მოსახლეობა მოდუნდა და პირბადეს მოსახლეობის დიდი ნაწილი ან შეცდომით, არ საერთოდ არ ატარებს. არ მგონია, რომ აღდგომის ღამეზე ჩვენ ამდენი უნდა ვისაუბროთ. ეს პანდემიის მიმდინარეობაში დრამატულ ცვლილებებს არ შეიტანს, წინა წლის გამოცდილებაც გვაქვს. დანარჩენია მთავარი, ჩვენ იქამდე როგორ მივდივართ და რას ვაკეთებთ" _ განაცხადა კულუმბეგოვმა.
ფოტო: facebook