უკრაინის ხელისუფლების გაცხადებული სურვილია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას - ამას ვეღარ მალავენ. ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ხალხს უნდა ვკითხოთ აზრი და ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
,,უკრაინის ხელისუფლების გაცხადებული სურვილია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას - ამას ვეღარ მალავენ. შეგვიძლია, ჩავატაროთ გამოკითხვა, პლებისციტი, ხალხს უნდა თუ არა, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. რასაც იტყვის ხალხი, იმას შეიძლება გავყვეთ, ვნახოთ. ხალხმა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ეთანხმება უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, თუ ეთანხმება ჩვენს პოზიციას მეორე ფრონტის არგახსნასთან დაკავშირებით“ _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.