თურქეთის სუპერლიგის 33-ე ტურში, ლევან შენგელიას „ქონიასპორმა“, საბა ლობჟანიძის, „ანკარაგიუჯუს“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
ორივე ქართველმა სათადარიგოზე დაიწყო და შეცვლაზე შემოვიდა. მას შემდეგ რაც სტუმრები დაწინაურდნენ, ლევან შენგელია 64-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და 12 წუთში გაათანაბრა კიდეც, რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, ის საკმაოდ გვიან, 88-ე წუთზე შემოიყვანა მწვრთნელმა და დარჩენილ რამდენიმე წუთში ვერაფერი შეცვალა.
ამ თამაშის შემდეგ ქონიასპორს 40 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა, რაც შეეხება ანკარაგიუჯუს, მათ სანერვიულო აქვთ, რადგან 33 ქულით მე-15 ადგილზე არიან და გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებთ.
34-ე ტურში ქონიასპორი, სივასპორს ესტუმრება, ხოლო ანკარაგიუჯუ, გენჩლერბირლიგს უმასპინძლებს.