მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა მოინახულა. როგორც იგი ამბობს, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
,,გარკვეულწილად ვღელავ, რადგან ვიცი, რომ მისი მდგომარეობა არის მძიმე და ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. მიშას მდგომარეობა არის რთული და რეალურად აუცილებელია მისი გაყვანა საზღვარგარეთ, ამას ვიძახი როგორც ექიმი. თუ სურვილი არის, ამის გაკეთება შეიძლება ერთ ორ დღეში. ეს მე ვიცი, ვმუშაობდი ამ სფეროში“ _ აღნიშნა ნიკოლოზ სააკაშვილმა.