საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქეშალოში 35 წლამდე მამაკაცი საკუთარ მაღაზიაში ჩაცხრილეს. გარდაცვლილი ადგილობრივი ბიზნესმენი აიდინ გამზაევი იყო. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მოტივი წარსულში მომხდარი გამოძალვის ფაქტს უკავშირდება, რაზეც გარდაცვლილმა პოლიციაში განაცხადა.
აიდინ გამზაევი სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, სოფელში ჰქონდა კაფე და ასევე, ახალგაზრდებს მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ საკითხებში ამეცადინებდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.