საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე, გიორგი შერმადინის ტენერიფემ, ასევე საქართველოს ნაკრების წევრის, თად მაკფადენის ბურგოსს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 89-60 დაამარცხა.
გიორგი შერმადინი ტრადიციულად მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, რომელმაც 19:44 წუთში, 14 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება მაკფადენს, მისი მონაგარი ამ მატჩში მწირია, 11:44 წუთში მხოლოდ 2 ქულა და 1 მოხსნა.
ეს ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი იყო და შედეგის მიუხედავად ორივე გუნდმა მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა. ტენერიფე 5 მოგებით და 1 მარცხით პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო ბურგოსი 4 მოგებით და 2 მარცხით მეორეზე.
ეს გუნდები 8 აპრილს კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს, თუმცა ამჯერად ბურგოსში და ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით.