ვარკეთილში, 179-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა, მათ შორის საკუთარი პატრონი. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი თავდაპირველად ქუჩაში გამვლელს დაესხა თავს. დახმარება ორმა ადამიანმა სცადა, თუმცა ძაღლი მათაც თავს დაესხა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სიტუაციის განეიტრალებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, პატრულმა ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლა. დაშავებულები მძიმე დაზიანებებით ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.