ჩემპიონთა ლიგაზე გუშინდელი მეოთხედფინალების შემდეგ (მანჩესტერ სიტი-დორტუმნდის ბორუსია 2-1, მადრიდის რეალი-ლივერპული 3-1) დარჩენილი ორი მეოთხედფინალის პირველი მატჩები გაიმართა, სადაც ამჯერად სტუმრებმა მოიგეს.
პორტო, ჩელსისთან დამარცხდა 0-2, გოლები მაუნტის და ჩილველის ანგარიშზეა.
რაც შეეხება ცენტრალურ მატჩს, მიუნხენის ბაიერნსა და პარი სენ-ჟერმენს შორის, მიუხედავად უამინდობისა საოცარი თამაში გამოვიდა. ორივე გუნდს უამრავი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მატჩი პარი სენ-ჟერმენის სასარგებლოდ დასრულდა. მბაპემ მე-3 წუთზე დააწინაურა სტუმრები, რასაც 28-ე წუთზე სტუმართა მეორე გოლი მოჰყვა, თავი მარკინიოსმა გამოიჩინა, ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა ნეიმარის ანგარიშზეა. პირველი ტაიმის ბოლო წუთები ბაიერნის შტურმით წარიმართა და ჩუპო მოტინგმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა მატჩის 37-ე წუთზე. მეორე ტაიმიც მიუნხენელების აქტიურობით დაიწყო და გააფთრებულ შეტევაზე გადავიდნენ, თუმცა სტუმრები სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. ბაიერნმა მე-60 წუთზე მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება მიულერის თავური დარტყმით და შემდეგ მოგებაზეც გაიწია, თუმცა გოლი საკუთარ კარში მიიღო, 68-ე წუთზე პარი სენ-ჟერმენის მორიგი კონტრშეტევა ისევ მბაპემ დააგვირგვინა, 2-3. დარჩენილ 25 წუთში ბაიერნმა ყველაფერი სცადა გასათანაბრებლად, მაგრამ ვერ მოახერხა და ანგარიშიც აღარ შეცვლილა.
13 აპრილს განმეორებითი შეხვედრებია და ამ წყვილში ჯერ გარკვეული არაფერია, რასაც ვერ ვიტყვით მეორე წყვილზე, სადაც ჩელსი ცალი ფეხით ნახევარფინალშია.
ფოტო: https://www.ea.com/