მე, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნამდვილად არ მიმაჩნია და არ ვთვლი, რომ დღეს ეს საკითხი უნდა იდგეს დღის წესრიგში, მაშინ როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის იმ ვითარებაში რა ვითარებაშიც არის. ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზვიად კუპრავამ განაცხადა. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას.
,,დღეის მდგომარეობით არ გამოვრიცხავ რომ დღის წესრიგიდან მოიხსნას არჩევნების საკითხი, ვინაიდან ნამდვილად არ არსებობს დღეს იმის აუცილებლობა, რომ მოცემულ სიტუაციაში, როცა თვის ბოლოს უნდა ჩატარდეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სადაც გადაწყდება მიხეილ სააკაშვილის საკითხი, მოხდეს ამ თემის გადატანა“ _ განაცხადა კუპრავამ.