არის სამი კანდიდატი ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ და სამივე ერთმანეთზე უინტერესო და ოდიოზურია, ვგულისხმობ, ხაბეიშვილს, მელიას და მუმლაძეს. ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობაში“ დაშლის პროცესი გრძელდება, რაც ძალიან კარგია.
,,ჩვენთვის დიდად საინტერესო არ არის ეს პროცესი. ერთადერთი, რითაც არის საინტერესო, არის ის, რომ ნაცმოძრაობაში გრძელდება დაშლის პროცესი, რაც ძალიან კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის.
საზოგადოება შეხედავს ყველაფერს ამას და ნახავს თუ რამდენად გოიმურია თავისი არსით ის პოლიტიკური პარტია, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია და რამდენად უინტელექტოა ის შემადგენლობა, რომელიც ხელმძღვანელობს ამ პოლიტიკურ პარტიას“ _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.