ჩემთვის გაუგებარია ის პოლემიკა, რაც ჰააგის გადაწყვეტილების გარშემო არის ატეხილი და რასაც ,,ქართული ოცნება“ და ,,ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ედავება. სინამდვილეში, არც ერთს და არც მეორეს კავშირი გადაწყვეტილებასთან არ აქვს. ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა იოსელიანი ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
,,ჰააგის სასამართლომ იმსჯელა ომის დანაშაულზე და გამოავლინა ამ პერიოდში ვინ ჩაიდინა კონკრეტული ომის დანაშაული - ესენი არიან სეპარატისტული ოსეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები, იქ საუბარია უკვე გარდაცვლილ გენერალ ბორისოვზე და ვინ დაიწყო ომი, ამაზე ჰააგას არ უმსჯელია, ეს არ ყოფილა ამ სასამართლოს განხილვის საკითხი და ვერც იქნებოდა, რადგან ეს სასამართლო განიხილავს ომის დანაშაულს. ომის დანაშაული რომელი მხარის მიერ იქნა ჩადენილი, ეს დადასტურებულია, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს რომ ომის დანაშაული არ ჩაუდენიათ, ესეც დადასტურებულია“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორმა, კარიმ ხანმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჰააგამ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა. ინფორმაციის თანახმად, ჰააგის გადაწყვეტილებით ქართულ მხარეს ომის დანაშაული არ ჩაუდენია.