ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რაც უფრო გაფართოვდება და რაც უფრო მეტ სისხლის სამართლის მუხლს მოიცავს, ეს იქნება მხოლოდ კარგი. ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. ამით იგი გამოეხმაურა ,,გირჩის“ ინიციატივას, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გადაწყვიტოს მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანენ თუ არა. იოსელიანის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების დროს ასეთ პირდაპირ დემოკრატიას მიესალმება.
,,ჩვენ ყოველთვის ამის მომხრე ვიყავით და დღესაც მომხრე ვართ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მოიცვას ის მუხლები, რომელიც დღეს არ არის მისი განხილვადი. რაც შეეხება ინიციატივას, ასეთი პირდაპირი დემოკრატია გადაწყვეტილების მიღების დროს უკეთესია, როცა ხალხი წყვეტს, რა მიესაჯოს, ბრალდებულად ცნოს თუ არ ცნოს, პრეზიდენტი იქნება თუ ნებისმიერი მსჯავრდებული. მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ, რა თქმა უნდა, ეს მორგებული იქნება ჩვენს საკანონმდებლო ჩარჩოსთან“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.