ჩოხატაურში ძლიერი ქარის შედეგად საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე წაიქცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა, განათების ბოძი წააქცია და ორი მრავალწლოვანი ხე მოგლიჯა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
ფოტოს ,,გურია ნიუსი“ ავრცელებს.