ამერიკელი გასტროენტეროლოგის, სტიუარტ ფინკელის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა არასწორი მკურნალობის შედეგია და ის შიმშილთან კავშირში არ არის. როგორც ფინკელი აღნიშნავს, მკურნალობის დროს მიხეილ სააკაშვილს ეძლეოდა ზოგიერთი ისეთი მედიკამენტი, რომელსაც შეუძლია დაამძიმოს ან გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა.
,,ჩემი აზრით, ეს მდგომარეობა მისი დაპატიმრების შემდეგ განვითარდა, სიმპტომები გამოვლინდა მხოლოდ 2021 წლის გვიან ნოემბერს. ეს ჩემი მოსაზრებაა, შიმშილობასთან კავშირში არ არის. ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც მას მიეცემოდა, მე ამის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავი. ეს ის წამლებია, რომლებიც ძირითადად ტკივილგამაყუჩებელ ფუნქციას ასრულებენ და მათ არ უნდა იყოს მიცემული ისეთი პაციენტებისთვის, ვისაც ჰქონდათ ისტორიაში წყლული, ან აქვთ წყლული. ის იღებდა მედიკამენტებს, რომლის გვერდით ეფექტებს წარმოადგენს გულისრევა, პირღებინება და მადის დაკარგვა. მათ იცოდნენ, რომ აძლევდნენ პაციენტს წამლებს, რომლებსაც ჰქონდა უკუჩვენება და ამ მედიკამენტებს შეუძლია დაამძიმონ ან გააუარესონ პაციენტის მდგომარეობა“ _ განაცხადა ფენკელმა.