თელავში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ალაზნის ქუჩაზე მოხდა.
მეზობლების ინფორმაციით, ქალი ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. გარდაცვლილი აბაზანაში იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირით გაგუდვა სახელდება. თუმცა ეს ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.