თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე კლინიკა ,,ვივა მედის“ დირექტორი, ნინო ნადირაძე იკითხება.
,,ჩვენ არ გვაინგტერესებს პაციენტის მისწრაფებები, ჩვენ გვსურს, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელად, თუმცა მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მის ძალიან ცუდად ყოფნაშია, ესეც მესმის. მეც არ ვიცი თავისუფლების გამო რაზე წავალ, რას გავაკეთებ, რაზე მოვაწერ ხელს...
ჩვენ არ ვაკლებთ არანაირ საშუალებას. მე პირადად, ვინც მგონია, რომ არიან პაციენტის გულშემატკივრები, არც მათთან ვიზარებ, რომ დაარწმუნონ პაცინეტი, რომ მისთვის შესაბამისი კალორაჟის მიღება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ის საკვები რაც მასთან ყოველრიურად მოდის, ნივრიანი პურის მოტანა და შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნივრის მოტანა, არ ვიცი ეს რაში წერია. ვერ ვხვდები შილა ფლავის სოკოთი მოტანას. რომელ გაიდლაინში წაიკითხეს?" _ აცხადებს ნადირაძე.