კლინიკა ,,ვივა მედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა კლინიკის თანამშრომლებს გამუდმებით ემუქრებიან. ამის შესახებ მან ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა.
როგორც ნადირაძე აღნიშნავს, მუქარების მიუხედავად, კლინიკისთვის მთავარი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
,,მე მესმის პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მან თავიდან გამოაცხადა, რომ ყველა იყო დასაჭერი. ჩემთვის არ უთქვამს შენ დაგიჭერო, მაგრამ უთხრა იმ ექიმებს, რომლებიც იქ იყვნენ, აბსოლუტურად ყველა ციხეში წახვალთო. ეს დაჭერის ლაიტმოტივი, დაგიჭერთ, გაგაციმბირებთ, დაგხოცავთ, ეს მხოლოდ პაციენტის მხრიდან არა, მისი მთელი გარემოცვის მხრიდან მუდმივად, 9 თვის განმავლობაში მოდის. არც ეს არ გვაშინებს. მთავარია, პაციენტის ჯანმრთელობა იყოს კარგად. რითაც უნდა დაგვემუქრონ, რაც არ უნდა დაგვაბრალონ, ვიცი, რომ ჩვენი დიაგნოზი არის სწორი“ _ ამბობს ნინო ნადირაძე.