ამ ტიპის კანონი არის ცნობილი როგორც პუტინის, ანუ რუსეთის კანონი, რომელიც კლავს სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალ აზრს, სამოქალაქო აქტივიზმს და რითაც პუტინმა მოკლა და გაანადგურა კრიტიკული და დამოუკიდებელი აზრი რუსეთში. აცხადებს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.
მისივე თქმით, დღეს ყველა უნდა იყოს ერთიანი, რადგან მმართველი პარტია აპირებს რუსული კანონი მიიღოს.
,,კობახიძე არც კი მალავს და იგივე ტერმინებით, ფრაზეოლოგიით საუბრობს ამ კანონის შესახებ, როგორც საუბრობდა პუტინი თავის დროზე, იყენებს იდენტურ ტერმინებს მის გასამართლებლად.
ამიტომ რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის რუსული კანონი და ჩვენ დღეს ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან ერთიანები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო დაემსგავსოს რუსეთს და გახდეს რუსეთის მსგავსი მმართველობის ქვეყანა“ _ განაცხადა ნინო ლომჯარიამ.