თუ ვენეციის კომისია იტყვის, რომ „უცხოელი აგენტი“ უკეთესი ტერმინია, ვიდრე „უცხოური გავლენის აგენტი“, შეიძლება „უცხოელ აგენტს“ დავუჭიროთ მხარი. აცხადებს ირაკლი კობახიძე. ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, კანონში გამოყენებულ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.
„არის ამერიკული კანონი, სადაც არა თუ „უცხოური გავლენის აგენტი“ ეწოდება შესაბამის სუბიექტს, არამედ პირდაპირ „უცხოელი აგენტი“. თუ ვენეციის კომისია იტყვის, რომ „უცხოელი აგენტი“ უკეთესი ტერმინია, ვიდრე „უცხოური გავლენის აგენტი“, შეიძლება „უცხოელ აგენტს“ დავუჭიროთ მხარი. ვნახოთ, რას ტყვის ვენეციის კომისია. ამის მიხედვით გაგრძელდება მსჯელობა და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“ _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.