საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ,,უცხოური გავლენების შესახებ“ ,,ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.
,,იმისთვის, რომ ჟურნალისტები ერთად არ დამესიონ, ვიტყვი, რომ კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება, არ შევალ ამ კანონის განხილვაში. ყოველშემთხვევაში ვეტოს დავადებ. მე არა მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ რომელიმე მუხლი არ ვარგა, ეს არის პირდაპირი კანონი, რომ დაგვაშორონ ევროპას. ამდენად, ჩემთვის მიუღებელია“ _ აცხადებს ზურაბიშვილი.