მეტროსადგური „გოცირიძე“ სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს გაიხსნება – ამის შესახებ კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდგომ დადგინდა გარკვეული ხარვეზები, რომლებიც გამოსწორებულია.
,,ექსპერტიზა ჩატარდა. დადგენილი იყო კონკრეტული ხარვეზები, რომელიც ფაქტობრივად გამოსწორებულია. რამდენიმე დღეში უკვე წარედგინება შესაბამის სამსახურებს ექსპლუატაციაში მისაღებად და მეტროსადგური სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოსთვის გაიხსნება“ _ აღნიშნა კალაძემ.