პარლამენტში 15.30 საათზე ჩანიშნულია კომიტეტის სხდომა, სადაც ,,ხალხის ძალის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უნდა განიხილონ. სხდომის დაწყების წინ საქართველოს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ,,ხალხის ძალის“ დეპუტატების გამოჩენას ხმაურით შეხვდნენ.
,,არა რუსულ კანონს“, ,,რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“ - მსგავსი შინაარსის ბანერებითა, სტვენითა და სკანდირებით გამოხატავენ პროტესტს აქციის მონაწილეები. ისინი აცხადებენ, რომ ეს კანონი ქვეყანას დააშორებს ევროპას და ხელს შეუშლის სტატუსის მიღებას.