პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და პირველი მოსმენით მიიღო ,,ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 113-მა წევრმა, კანონპროექტს მხარი დაუჭირა 76-მა დეპუტატმა, მის წინააღმდეგ 13-მა მისცა ხმა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და დასკვნა 3 თვეში დაიდება.