საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის გაწვევას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, განაახლონ ევროკავშირის მხარდამჭერი რეფორმები.
,,მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, კანდიდატის სტატუსის მისაღწევად, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად” _ აღნიშნულია განცხადებაში.