ერთადერთი პარტია, რომელმაც დახმარების ხელი გამოგვიწოდა პარტია ,,მოქალაქეებია" - აცხადებს პენსიონერი ირინა კირცხალია. როგორც იგი ამბობს, მას პანდემიის დროს სამთვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის სანაცვლოდ ლიბერთი ბანკმა მას სესხის ვადა სამი წლით გაუგრძელა.
2019 წელს ლიბერთი ბანკში ავიღე სესხი 36 პროცენტში, რომელიც 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. მარტის თვეში სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ სესხი გამიგრძელეს 2026 წლის დეკემბრის ბოლომდე, რამაც გამაკვირვა, რადგან მე ამ პირობაზე თანხმობა არ განმიცხადებია. მივყევი ქეთი თურაზაშვილის რეკომენდაციას და მივმართე ბანკს განცხადებით, რის შედეგადაც ჩემი სესხი დაბრუნდა ძველ ჩარჩოში და დღეს მე სესხი აღარ მაქვს.
ერთადერთი პარტია ,,მოქალაქეები“ აღმოჩნდა, რომელმაც დახმარების ხელი გამოგვიწოდა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ,,მოქალაქეებს“ - აცხადებს პენსიონერი ირინა კირცხალია.