საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, "ნაციონალური მოძროაბის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება.
ომბუდსმენი ამბობს, რომ ბერკეტები პროკურატურის ხელშია, და თუ საგამოძიებო უწყებას აქვს სურვილი, რომ მელია არა პატიმრობაში, არამედ, თავისუფალი იყოს, მათ შეუძლიათ აღნიშნული ბერკეტების ნებისმიერ დროს გამოყენება.
ლომჯარია იმედოვნებს, რომ ნიკა მელიას საქმის ირგვლივ პროცესი დასრულდება ისე, როგორც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
"იმედი მაქვს, რომ ნიკა მელიას საქმის ირგვლივ არსებული პროცესი დასრულდება ისე, როგორც მნიშვნელოვანია და საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის. მე მოლოდინი მაქვს, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მისი პატიმრობისთანავე მე ვთქვი, რომ არსებობს არაერთი სამართლებრივი გზა და ეს ბერკეტები არის სწორედ პროკურატურის ხელში, რომ თუ მათ აქვთ სურვილი, რომ ნიკა მელია იყოს თავისუფალი, არ იყოს პატიმრობაში, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ეს ბერკეტები გამოიყენონ და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება და პროკურატურა მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას" - აცხადებს ომბუდსმენი.
ნიკა მელიას სასამართლო, დღეს, 8 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული სასამართლო 13 აპრილს ჩანიშნა, რათა ბრალდებულმა, ნიკა მელიამ პროცესზე დასწრება მოახერხოს.
ფოტო: facebook