,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, ნიკა მელიას ადვოკატები გადახდაზე იმიტომ ამბობენ უარს, რომ მას პოლიტპატიმრის სტატუსი ჰქონდეს.
,,ნიკა მელიას ეხვეწება პროკურორი, რომ გადაიხადე და ადვოკატები ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში გადახდა არ შეიძლება და ის უნდა ჩაჯდეს ციხეში. ხალხი, თქვენ გგონიათ, ვერ ატყობს, საითკენ მიდის საქმე? რომ მელია უნდა იჯდეს ციხეში და ამათმა უნდა ეძახონ პოლიტპატიმარი - ეს არის ძალიან პრიმიტიული თამაში” _ განაცხადა ვოლსკიმ.
ფოტო: facebook